2020-02-18 17:22:37, 1753 ნახვა
საზოგადოება
შშმ დღის ცენტრი საჭირო ინვენტარით აღიჭურვა
შუახევში შშმ პირთა დღის ცენტრი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. შშმ პირთათვის განკუთვნილი ადაპტირებული სპეციალური მანქანა, საგანმანათლებლო აღჭურვილობა, სამედიცინო ინვენტარი და ავეჯი, არასმთავრობო ორგანიზაცია ,,იმედი ჰანდიკაპის“ წარმომადგენელმა მარი კლერ ორსემ და ორგანიზაციის ფინანსურმა მენეჯერმა ალექსანდრე წამალაშვილმა დღის ცენტრს გადასცა.
დღის ცენტრში მომუშავე თერაპევტებს ორგანიზაცია ,,მაკლეინ საქართველო“ ამზადებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბენეფიციარებზე ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწვა.
ერთი წლის განმავლობაში ცენტრის მუშაობას, ზედამხედველობას საფრანგეთიდან მოწვეული თერაპევტი და ორგანიზაცია ,,ერთად რეალური ცვლილებისათვის“ გაუწევენ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),