11:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 14:39:14, 1440 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

დედაქალაქში, კერძოდ, ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მულტიფუნქციური ცენტრით ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. მისივე თქმით, ანალოგიური  კომპლექსების მშებელობა  დედაქალაქის სხვა რაიონებშიც იგეგმება.

„ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ყველა რაიონში ანალოგიური მულტიფუნქციური კომპლექსები გაჩნდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია  ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ზუსტად ასეთი პროექტების საშუალებით, ადამიანებს ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღად. დაახლოებით,  12 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება  2021 წლის ზაფხულში იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სივრცე 15 000 კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ, ის თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი  ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის და კარატეს სექციები, ასევე, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების  სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა პარკინგი.

მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას.

ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი, დედაქალაქის მთავრობისა და  თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics