|
2020-02-18 14:09:51, 1503 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - ისინი არიან საბჭოთა კავშირის „უკანასკნელი მოჰიკანები“
ისინი არიან საბჭოთა კავშირის „უკანასკნელი მოჰიკანები“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტსი არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც სსრკ-ს და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ. „მოკლედ მინდა შევეხო ჩვენი ნაციონალი კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის „უკანასკნელი მოჰიკანები“ თავისი ღირებულებებით, სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების განმკიცების საქმეს და აგრძელებს ამას, მომდევნო 7 წლის განმავლობაში რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო. საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)