02:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 12:54:24, 1455 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა თალაკვაძის ანგარიშის განხილვაზე - „თოჯინების თეატრში“ მონაწილეობას არ მივიღებთ

„ „თოჯინების თეატრში“ მონაწილეობას არ მივიღებთ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ანგარიშის განხილვის საკითხს პლენარულ სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს.

„არჩილ თალაკვაძის ანგარიშის განხილვაში მონაწილეობის მიღებას ბუნებრივია, არ ვაპირებ. ის არის ნომინალური თავმჯდომარე, ეს ადამიანები არიან ნომინალური დეპუტატები, მარიონეტები, თოჯინები ბიძინა ივანიშვილის ხელში. შესაბამისად, ამ თოჯინების თეატრში ჩვენ ბუნებრივია მონაწილეობას არ მივიღებთ და გავაგრძელებთ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში ჩვენი პროტესტი ასევე დავაფიქსიროთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მაინც გაბედეს და სემოაპარეს შეშინებული შოთაძე იმისთვის, რომ დაესწროს კენჭისყრას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დღეს არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე პარლამენტს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დაესწრებიან. პარლამენტის თავმჯდომარე ყოველწლიური სამქიანობის ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 13:00 საათზე წარადგენს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics