|
2020-02-18 12:30:14, 1901 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - დავალება მიიღეს, რომ ირაკლი შოთაძის დაბრუნებაზე, მწვანე ღილაკს ხელი დააჭირონ
„დავალება მიიღეს, რომ უბრალოდ მწვანე ღილაკს ხელი დააჭირონ თან ისე, რომ შოთაძე არ მოვიდეს პარლამენტში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მანვე თქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში მიმდინარე მასკარადში მონაწილეობას არ მიიღებს. „პარლამენტში მიმდინარე მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ოპოზიცია ბოიკოტის რეჯიმშია. ჩვენ მოვაწყეთ სირცხვილის კორიდორი, რომ ამ მონა დეპუტატებისთვის, რომელბმაც დავალება მიიღეს, რომ უბრალოდ მწვანე ღილაკს ხელი დააჭირონ თან ისე, რომ შოთაძე არ მოვიდეს პარლამენტში. ანუ სრული კომფორტი შეუქმნეს, რომ პროტესტი არ გამოვუცხადოთ მას. ესაა ივანიშვილის მიერ საზოგადოების გამოწვევა. ესაა გენერალური პროკურორი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ბოლომდე მოახდინა პროკურატურის სისტემის პოლიტიზირება და გააყალბა საქმეები. მას რომ გენერალურ პროკურორად აბრუნებე ესაას აზოგადოების გამოწვევა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ დეპუტატები ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მოსმენისა და პარლამენტში მისვლის გარეშე კენჭს უყრიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)