|
2020-02-18 10:54:54, 2157 ნახვა
სამართალი
მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ბარგისა და ფიზიკური, ასევე ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ; საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“ მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონით 529,38 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44,923 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ასევე, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (242,29 გრამი) შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“. საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმები, შესაბამისად; 12,777.07 ლარის, 3,636.42 ლარისა და 5,663.02 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)