01:51 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 13:12:13, 642 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

როგორც კახიშვილმა ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, სამინისტროს გუნდი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ყველა უფლების უზრუნველსაყოფად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გუნდი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ყველა უფლების უზრუნველსაყოფად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. რწმენის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი კომპონენტია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი უნდა ჩაჯდეს რეგულაციაში, რათა არ იყოს ინტერპრეტაციის საშუალება. მემორანდუმს   ხელი სწორედ რელიგიის, რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფის  მიზნით მოვაწერეთ, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რწმენის თავისუფლება უფრო მეტად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებს, რეკომენდაციებს მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის, სასულიერო პირებთან შეხვედრების უზრუნველყოფისა და მათი რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის მიზნით.

ასევე, იგეგმება  კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, ინფორმაციული და სასწავლო-მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და სათანადო პერსონალის საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics