10:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 16:49:02, 1304 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

კახა კალაძის თქმით,  წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის  პროგრამას დედაქალაქის მერია   მომავალშიც გააგრძელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლითაც  ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ.  მე, როგორც ქალაქის მერს  და როგორც  რიგით მოქალაქეს,  ძალიან მიხარია, რომ ამ ნაბიჯით, განხორციელებული პროექტებითა და პროგრამებით მუნიციპალიტეტი  ბევრ ადამიანს ახარებს და აბედნიერებს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და  გავაგრძელებთ.  ვიცით, რომ ეს პრობლემა  ბევრ ოჯახს აწუხებს.  დედაქალაქის მერია გამგეობასთან ერთად მზადაა, ყველა ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაეხმაროს  და   ხელი მაქსიმალურად შეუწყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ჭიჭინაძის N10ა-ში 9 ოჯახი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს ფართების დაკანონება. 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ მუხაძის ქუჩის N15-ში მცხოვრებ 13 ოჯახს.

კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

შეხვედრაზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე,  ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ტყემალაძე  და  საკრებულოს  მაჟორიტარი დეპუტატი  ქეთევან  მამულაშვილი იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics