|
2020-02-17 15:39:05, 1601 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებს
სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილია, რომლის შემადგენელი დეტალები რეგულარულად, დროის გარკვეულ ინტერვალში უნდა შეიცვალოს. ყველაზე ხშირ ყურადღებას სამუხრუჭე ხუნდები საჭიროებს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ყველაზე ცვეთად დეტალებს. სამუხრუჭე ხუნდის ზემოქმედებით ხდება ავტომობილის შენელება და მისი გაჩერება. ის ცვეთადი დეტალია, რომელსაც აქვს ექსპლუატაციის შეზღუდული რესურსი. ხუნდების შეცვლის საჭიროების პირველი ნიშნებია: სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, ვიბრაცია და ხმაური. შეცვლის საჭიროების ერთ-ერთ მკაფიო მანიშნებელს წარმოადგენს ხმა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ სერვისს. თუმცა, თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ჭკვიანი მოწყობილობებით, რომლებიც შეცვლის საჭიროების დადგომისას, პანელების დაფაზე შესაბამისი ინდიკატორის ანთებით გვაძლევენ სიგნალს. ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს სთავაზობს გერმანული პრემიუმ ბრენდის ATE-ს სამუხრუჭე ხუნდებს, რომლის სრულყოფილება ამართლებს მომხმარებლის ნდობას. ასევე საყურადღებოა, რომ ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება აზბესტს. ATE-ს პროდუქცია არის ორიგინალი კომპლექტაციის შესაბამისი ხარისხის არჩევანი, საუკეთესო ინვესტიცია უსაფრთხოებასა და კომფორტში. ATE შედის გერმანული უმსხვილესი კონცერნის „Continental AG“-ს ჯგუფში, რომლის ინჟინრებს სამუხრუჭე კომპონენტების წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ. ATE შეიქმნა 1906 წელს, მას შემდეგ ის გვევლინება ლიდერად, რაზეც მეტყველებს ის, რომ გერმანიაში N1 გაყიდვადი ბრენდია. საინტერესო ფაქტია, რომ გერმანიაში ყოველი მე-2, ხოლო მსოფლიოში ყოველი მე-4 ავტომობილი ATE-ს სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ხუნდების შეცვლისას საქმე მიანდოთ პროფესიონალებს, რადგან არასწორად შესრულებულმა სამუშაომ შესაძლოა მწყობრიდან გამოიყვანოს მთლიანად სამუხრუჭე სისტემა, საფრთხეში ჩაგაგდოთ თქვენც და თქვენი გარშემო მყოფებიც. ATE -ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები გამოირჩევა საუკეთესო მახასიათებლებით, როგორებიცაა: მცირე სამუხრუჭე მანძილი, გადახურებისადმი მდგრადობა, ეკოლოგიურობა და ოპტიმალური საექსპლუატაციო ვადა, რაც საუკეთესო გამოსავალია თქვენი ავტომობილისთვის. თეგეტა მოტორსი ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ დაზიანების და უსიამოვნო ხმის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანია აგინაზღაურებთ 100%-მდე თანხას.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)