02:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 14:34:59, 2141 ნახვა

პოლიტიკა
გაჩეჩილაძე ენმ-ს წევრებს - ჩვენ რა ვქნათ, ვიაროთ თქვენ მიერ მოკლული ადამიანების ფოტოებით?

„რაც ახლა აქ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩხავანა ადამიანების მხრიდან, არის ამაზრზენი და გულის ამრევი“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა ოპოიციის პროტესტის ფონზე დაიწყო.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადაიანების სურათებით უნდა იაროს, რომ შეახსენოს მათ, თუ რა აქვთ ჩადენილი.

„რაც ახლა აქ ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩხავანა ადამიანების მხრიდან, არის ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენ რა ვქნათ, აქ მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ, რომ გავახსენოთ, რეები აქვთ ჩადენილი. მე ახლა წესით, იური ვაზაგაშვლის ფოტოთი უნდა მოვსულიყავი, რომ ჩემი მეგობრის, რომლის საფლავზე, შვილის საფლავზე ააფეთქეს მათ და დაპატიმრებული არის, მაგათი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც ეს უბედურება ჩაიდინა. რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ. ბოკუჩავამ სხდომაზე პოლიტიკური პატიმრების ფოტოები დაარიგა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics