|
2020-02-17 14:41:14, 1972 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე - სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აჰყვებით
„სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აჰყვებით რა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს. მანვე აღნიშნა, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა, ზოგი უჭერს მხარს ირაკლი შოთაძეს, ზოგი - არა. „თვითონ არ ჩაუდენიართ, მაგრამ სისხლი დაღვარეს ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანის. დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი. მე ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა გოგო არ ვიცი ვინაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რომ მიაძახა და ჩამოახია სახეზე ყველაფერი. არაფერი ისეთი არ ხდება, ზოგი მხარს უჭერს შოთაძეს, ზოგი არა. სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აჰყვებით რა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს პოლიტ. პატიმრების ფლაერები დაურიგა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, პოლიტ. პატიმრებით მართოს ქვეყანა, რისთვისაც ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორად ნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)