10:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 14:17:03, 1374 ნახვა

საზოგადოება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურია - ოპოზიცია შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ხმაურია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კომიტეტზე მყოფ დეპუტატებს პოლიტიური პატიმრების სურათები დაურიგეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი დანიშვნით ივანიშვილმა ხალხს უთხრა, რომ მათი აზრი არ აინტერესებს.

„თქვენი დანიშვნით ხალხს ეუბნება ივანიშვილი, რომ არ აინტერესებს მათი აზრი. თქვენ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე დატოვეთ თანამდებობა, თქვენ სინდისზეა ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 7 თებერვალს შეარჩია, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში, პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics