|
2020-02-16 10:26:09, 2083 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს
არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს, არსად არ ხდება ისე, რომ სასამართლო მიდის და პოლიტიკურ პარტიებს ეკითხება, შეიძლება თუ არა პროცესი ჩავატარო და ესა და ეს ადამიანი გავასამართლოთო – ეს არც ერთ დემოკრატიაში არ ხდება, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპონენტთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, უგულავას სასამართლო პროცესის დრო და თარიღი საჯარო ინფორმაცია იყო და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც. „ეს საჯარო ინფორმაცია იყო. თვითონ ბატონი უგულავა და მისი ადვოკატები საჯაროდ ამბობდნენ, რომ პროცესი არის ჩანიშნული ამა და ამ დღეს და აკეთებდნენ წინასწარ ნეგატიურ მოლოდინებზე განცხადებებს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიაროთ ის წუხილები, რაც გამოთქვეს ჩვენმა პარტნიორებმა, თუმცა ისინი საუბრობდნენ მხოლოდ კონტექსტზე. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ამ პერიოდში, როდესაც ასეთი დაძაბული განხილვები მიმდინარეობს და არჩევნები მოდის, ეს არ იყო პოზიტიური, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)