02:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-16 10:24:01, 2116 ნახვა

პოლიტიკა
ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს უკრაინისა და საქართველოს ნაწილები

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებას "პირველი არხი" ავრცელებს.

„დასავლეთი იმარჯვებს, თუმცა ახლა, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშაა. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები.

ამასთან ერთად, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას ცდილობს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics