2020-02-15 15:52:27, 2684 ნახვა
საზოგადოება
უჰანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს სამ მოქალაქეს დღეს ქვეყანაში დააბრუნებენ
უჰანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს სამ მოქალაქეს დღეს ქვეყანაში დააბრუნებენ. როგორც ცნობილია, მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში თურქეთში, კარანტინში იმყოფებოდნენ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, მოქალაქეები აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან.
„მათი მდგომარეობა ნორმალურია, ისინი ჯანმრთელები არიან. უჰანიდან გადმოყვანის შემდეგ მათ გაიარეს თურქეთში ორკვირიანი კარანტინი. იქ რამდნეიმეჯერ იქნა მათი ჯანმრტელობა გადამოწმებული, შესაბამისი კვლევები ჩაიტარეს გათვალისწინებული სტანდარტით. ასე რომ, ისინი საქართველოში ჩამოსვლის ჩემდეგ წავლენ სახლში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,