|
2020-02-15 14:36:15, 3396 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროპარლამენტი მოგვიწოდებს, მძიმე რეპუტაციის ოპოზიცია, იქნებ საკუთარი მხრებით ატაროთო
„ესაა მათი დამოკიდებულება და მოწოდება, რომ ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, მძიმე რეპუტაცია აქვთ, თუმცა იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ატაროთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარების თქმით, ოპოზიცია ცუდია და მათ მძიმე წარსული აქვთ. „მათი დამოკიდებულება არის მარტივი, რაც შეიძლება ცუდი მოსასმენი იყოს, მაგრამ პოზიცია ასეთია. კი არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმრე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ისინი ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოსი. ჩვენც ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ესაა მათი დამოკიდებულება და მოწოდება, რომ კი ცუდია ოპოზიცია, ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, მძიმე რეპუტაცია აქვთ, თუმცა რაღაცნაირად იქნებ გაუფრთხილდეთ მათ და ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ატაროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტელეკომპანია იმედთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)