2020-02-15 13:53:12, 2803 ნახვა
საზოგადოება
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლები - არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშეა
„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის“ ჟურნალისტები შიშობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დადგება. მათი ინფორმაციით, ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატი უქმდება.
ტელევიზიის თანამშრომლების ცნობით, დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 13 თებერვალს აცნობა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმების გეგმავს.
როგორც ცნობილია, ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინაარმდეგაც დისციპლინური მოკვლევა მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,