01:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 20:31:43, 1863 ნახვა

პოლიტიკა
ხორვატია, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა მნიშვნელობას ანიჭებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან გინრად გრლიჩ რადმანთან.

მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს და ხორვატიის წარმატებული თანამშრომლობა ევროპული  და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს პრაქტიკული დახმარებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან ქართული ინსტიტუციების დაახლოებისა და ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობისთვის. 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის მომავალ თავმჯდომარეობაზე. ხორვატიამ დაადასტურა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობა  პრიორიტეტი იქნება და მათ შორის,  საქართველო, რომელიც გახლავთ ამ ფორმატის წარმატებული მაგალითი. ხორვატმა კოლეგამ დავით ზალკალიანს გააცნო ის ძირითადი ღონისძიებები, რომელსაც ხორვატია თავმჯდომარეობის პერიოდში ჩაატარებს.
გირდან გრილჩ რადმანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგს და ქვეყნის წარმატებას ამ გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ნატოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა მიმართულებები,  აღნიშნეს  სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
ხორვატიამ ინტერესი გამოხატა გააღრმავოს ურთიერთობები ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში, რის საფუძველსაც იძლევა საქართველოს წარმატებული რეფორმები ეკონომიკის მიმართულებით და ქვეყნის საინვესტიციო და სატრანზიტო პოტენციალი. რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის გამო, მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ მხრივ მიმდინარე საქმიანობა და მადლობა გადაუხადა ხორვატიას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics