|
2020-02-14 15:47:35, 835 ნახვა
საზოგადოება
სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე წარმატებულ ქართულ რეფორმებს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეცნობა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა. მიხეილ სარჯველაძემ ვაჰე დანიელიანს სამართლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით ქართული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს და სომხეთს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში წარმატებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით წარმატებული კი ეს თანამშრომლობა სწორედ იუსტიციის სექტორშია. მიხეილ სარჯველაძემ სომეხ კოლეგას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. საუბარი წარიმართა ქართული რეფორმების შესახებ, რაც სომხური მხარის ძირითადი ინტერესის საგანია. როგორც ცნობილია, თითქმის ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია საკუთარ ანგარიშებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სამართლის უზენაესობის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობითა და ღია მართველობით კი ჩვენი ქვეყანა მოწინავე ევროპული ქვეყნებისთვისაც მაგალითად რჩება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თავისი გამოცდილება გაუზიაროს ყველა ქვეყანას, რომლებიც ამ სურვილს გამოთქვამს. სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვაჰე დანიელიანი დაინტერესდა იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციონირებით და მათი მუშაობის სპეციფიკით. მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს სტატისტიკაც მიაწოდა და უთხრა, რომ ქვეყანაში 24 იუსტიციის სახლი და 75 საზოგადოებრივი ცენტრია. იუსტიციის სახლებისაგან განსხვავებით, რომლებიც დიდ ქალაქებში მუშაობენ, საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციაა, მიაწოდოს სერვისები რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს, პრიორიტეტი კი საზღვრისპირა და მაღალმთიანი რაიონები და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებნი არიან. ეს არის ადგილი, სადაც მოქალაქე მხოლოდ სერვისს კი არ იღებს, არამედ სარგებლობს უფასო ინტერნეტით, შეხვედრების დარბაზებით, კომპიუტერული ტექნიკით, სამუშაო სივრცითა და ელექტრონული და მატერიალური ბიბლიოთეკით. ეს ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა. ქართული გამოცდილების გაზიარების შემდეგ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მსგავსად, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გაცემა მალე სომხეთშიც იქნება ხელმისაწვდომი. დღესვე სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვაჰე დანიელიანი სომხეთის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად თბილისის იუსტიციის სახლსა და სოფელ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ისინი დეტალურად გაეცნენ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ქართულ გამოცდილებას.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)