|
2020-02-14 15:47:50, 841 ნახვა
საზოგადოება
„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დანერგვის თაობაზე საკონსულტაციო ჯგუფმა საბოლოო დასკვნები წარმოადგინა
გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, საკონსულტაციო კომპანიის - GOPA infra ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ (Integrated Traffic Control System) განვითარებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა, საკონსულტაციო ჯგუფის საბოლოო დასკვნები განიხილეს და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს. მაია ბითაძის თქმით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დასანერგად ტექნოლოგიების შესყიდვას თბილისის მუნიციპალიტეტი მომავალი თვიდან დაიწყებს. მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდას და საცობების შემცირებას. „გერმანიის მთავრობის დახმარებით დასრულდა პროექტი, რომელმაც ზუსტი ინფორმაცია მოგვცა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც აუცილებელია თბილისის საცობებისგან განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. შესაბამისად, გერმანიის მთავრობის მიერ მოცემული ზუსტი სპეციფიკაციების მიხედვით, მომავალი თვიდან დაიწყება შესაბამისი ტექნოლოგიების შესყიდვა, რომელიც, ვფიქრობთ, თბილისს განტვირთავს საცობებისგან. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ახალი, დიდი ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვა და თანამედროვე ტექნოლოგიის ჭკვიანი შუქნიშნებისა და მართვის სისტემები ჩაირთვება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. შეხვედრაზე გერმანიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა თბილისის მერიასთან თანამშრომლობა ნაყოფიერად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის შედეგები თბილისის ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სასარგებლო იქნება. „გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის მერიასთან ახალ პროექტზე, რომელიც თბილისში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მობილობის საკითხებს ეხება. დღეს ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც კონსულტანტებმა წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ურბანული სივრცითი მოწყობა ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ვამაყობთ ამ თანამშრომლობით და მოუთმენლად ველით, რომ გავხდებით მოწმეები, თუ როგორ გადაიქცევა თბილისი თანამედროვე ქალაქად, სადაც ადვილია გადაადგილება და რომელიც მორგებულია ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებზე“, - განაცხადა კლაუს ფაიგელმა. შეხვედრას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ ჩამოყალიბების მიზანია ქალაქის საცობებისგან გათავისუფლება, საგზაო უსაფრთხოება, საჯარო ტრანსპორტის უპირატესობის მიღწევა გადაადგილებისას და ჰაერის დაბინძურების შემცირება. ტრანსპორტის მიმართულებით ამ მოცულობის სამუშაო, საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდება.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)