2020-02-13 22:35:05, 1164 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ნინო ლაცაბიძესა და ქეთევან მამულაშვილთან ერთად, ისნის და სამგორის რაიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.
სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიის პროექტიც გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),