|
2020-02-13 18:49:03, 1696 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის“ სიხარული ეფემერულია, საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე დაუბრუნდება რეზოლუციის საკითხს
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სტრასბურგში რეზოლუციის ტექსტზე შეუთანხმებლობას. მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირა. „მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ნახა, რომ რეზოლუციის პირველი რედაქციაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პოზიტიურად იყო შეფასებული, მათ ჯერ ტექსტში ნეგატიური ცვლილებების შეტანა სცადეს, ხოლო როცა ამასაც ვერ მიაღწიეს, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით, უბრალოდ არ დაუჭირეს მას მხარი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარალამენტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა. სხდომაზე უნდა მიეღოთ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი. თუმცა აღნიშნულ ტექსტზე ვერ შეთანხმდენენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)