|
2020-02-13 15:09:56, 1690 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ჩვენ ვქმნით ყველანაირ პლატფორმას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უგულავას საქმეზე კითხვები არ დარჩეს
„ჩვენ ვქმნით ყველანაირ პლატფორმას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციური ჯგუფები „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას საქმის საბაბად გამოყენებას ცდილობენ. „ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ გიგი უგულავას საქმის საბაბად გამოყენებას იმიტომ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდიდან გავიდნენ. ეს ძალიან ცუდი და სამწუხაროა. ჩვენ ვქმნით ყველანაირ პლატფორმას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშანი გაჩნდა, ამ კონკრეტულ დროს გადაწყვეტილების გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით, მათ ყველა ფაქტობრივი მოცემულობა შეისწავლონ და არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოში ფაქტის დამდგენ მისიას გამოგზავნის, რომელიც გიგი უგულავას საქმის დეტალებს გაეცნობა და შეაფასებს, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)