07:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 14:06:06, 1696 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 400 კვ.მ ფართობზე ჩატარდება, სადაც საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება; მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, LED განათების სისტემა და საპარკე სკამები დამონტაჟდება, რომელზეც ცნობილი მწერლის, ფრანც კაფკას წიგნის ილუსტრაციები იქნება გამოსახული; ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სეზონური ყვავილებით საქართველოსა და პრაღის დროშები გამოისახება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.

„პრაღასთან დამეგობრების შემდეგ, პირველი პროექტი, რომლის განხორციელებაც საბურთალოს რაიონში დავიწყეთ, ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაა. რაიონში ეს ყველაზე განსხვავებული სივრცე იქნება, სადაც პრაღისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები განთავსდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენს რაიონს კიდევ ერთი თანამედროვე, ულამაზესი და გამწვანებული სივრცე შეემატება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 595 ლარია გამოყოფილი.      

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics