16:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 11:30:09, 1779 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - სსფ-ის მისიის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველო პიზიტიურად და სწორად ვითარდება

მივესალმები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით, ძალიან დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და სტრუქტურულ რეფორმებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სსფ-ის მისიის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველო პიზიტიურად და სწორად ვითარდება.

„პრაქტიკულად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა ბევრად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. მოგეხსენებათ, სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზი იყო  4,6 პროცენტი, ხოლო რეალურად ეკონომიკურმა ზრდამ  5,2 პროცენტი შეადგინა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა ის მართლაც დიდი მიღწევა, რომელიც საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ეხება.

„იმპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა, როდესაც ექსპორტი გაიზარდა საკმაოდ მაღალი ტემპპით - 12,4%ით. ინფლაცია, რომელიც გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა მთელი ეს თვეები, თანდათან კლებულობს და იგივე სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლოსკენ თავის მიზნობრვ მაჩვენებელს დაუბრუნდება. მთლიანობაში ქვეყანა ვითარდება პოზიტიურად და სწორად. ინვესტორებს დიდი ნდობა აქვთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ველოდებით, რომ წელსაც, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ეკონომიკური ზრდა სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს გადააჭარბებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics