06:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 10:43:21, 1083 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სერბეთის რესპუბლიკის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საქმეთა მინისტრს, ზორან ჯორჯევიჩს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მინისტრს მიღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრი სერბეთში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვესტუმრება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე,   სამომავლო გეგმებზე.  ვფიქრობ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ზორან ჯორჯევიჩმა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ესწრებოდა, რომელმაც სერბეთის დელეგაციას საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და  სოციალური დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„განვიხილეთ ორივე ქვეყნის სისტემა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, შრომის ინსპექციის. ასევე ვიმსჯელეთ, სოციალური დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე. შშმ პირთა დახმარების მექანიზმებსა და მეთოდოლოგიაზე, როგორც სერბეთში, ასევე საქართველოში. შევთანხმდით, რომ გავცვლით ინფორმაციას, ვითანამშრომლებთ, რათა დავეხმაროთ ერთმანეთის სისტემის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics