2020-02-12 17:53:53, 1658 ნახვა
საზოგადოება
„ფეისბუქმა“ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშების ყალბი ქსელი წაშალა
„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის ქსელი წაშალა, რომელიც კომპანიის თქმით, მიზნად ისახავდა უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების ყალბი ნარატივების გავრცელებას.
უცხოური მედიის ცნობით, ჯამში წაშლილია 78 ანგარიში, 11 გვერდი, 29 ჯგუფი „ფეისბუქზე“ და ასევე, 4 ანგარიში „ინსტაგრამზე“.
„საქმიანობა რუსეთთან მიმდინარეობდა და ძირითადად ფოკუსირებული იყო უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებზე“, - ნათქვამია კომპანია „ფეისბუქის“ განცხადებაში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ წაშლილია ირანთან, ვიეტნამთან და მიანმართან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან