18:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 15:57:06, 1279 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობაზე.

 ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმა და სარგებელი, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე წარმოიქმნება მისი ლიბერალიზაციის შემდეგ. მხარეებმა განიხილეს ქვეყნების დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხიც.

ასევე აღინიშნა, რომ სომხეთი ენერგომატარებლებს საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებს, ამდენად, ქვეყნის შეუფერხებელი ენერგომომარაგებაზე უდიდესი გავლენას ახდენს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ნათია თურნავამ სომეხ კოლეგას გააცნო ქვეყნის სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები, მათ შორის, საზღვაო პორტების, რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები რეგიონული სატრანზიტო დერეფნების ერთობლივი განვითარების კუთხით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics