|
2020-02-12 15:42:05, 2083 ნახვა
კომენტარი
კლარა დობრევი - ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ, ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია
„ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ. ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა კლარა დობრევმა განაცხადა. კლარა დობრევს დღეს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ, რომლებიც სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე, ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ და ზოგადად, ევროპარლამენტი, პასუხისმგებელია მეზობელ ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში, მშვიდობისა და დემოკრატიის ხარისხის შენარჩუნებაზე. მსოფლიოში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური ძვრების ფონზე, როგორც ეს ამჟამად მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ხდება - მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან საუბრის, დიალოგის პასუხისმგებლობა უნდა ამოძრავებდეთ. დიალოგის გარეშე ნებისმიერი სიტუაცია ბოლოს მაინც ჩიხში შესვლით მთავრდება და ამის უამრავი მაგალითი აქვს შემონახული ისტორიას. ორმხრივი კომუნიკაციის გარეშე ქორწინება ინგრევა, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოზე. ამრიგად, ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ. ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია", - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა. კლარა დობრევმა მოუწოდა ევროპარლამენტს, გახდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრების და ზოგადად, დიალოგის ფასილიტატორი, რათა შეუწყოს ხელი მხარეთა შორის კომპრომისის მოძიებას. „იმის გარკვევა კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ იყო კარგი და ვინ ცუდი, არამედ, იმის, თუ ვინ არის მომავალზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია ამა თუ იმ მხარის ხედვა პრობლემების, კონფლიქტების გადასაჭრელად. ევროპარლამენტს შეუძლია შეასრულოს შუამავლის როლი, იყოს შეხვედრების ინიციატორი. მერწმუნეთ, უამრავი ქვეყანაა, სადაც კონფლიქტები გაცილებით მწვავე ფაზაშია შესული, ვიდრე ეს საქართველოშია. თუმცა, რაღაცნაირად, ისინი მაინც ახერხებენ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. ამიტომაც, მოვუწოდებ ევროპარლამენტს, გახდეს შეხვედრებისა და ზოგადად, დიალოგის ფასილიტატორი და ხელი შეუწყოს მხარეთა შორის კომპრომისის მოძიებას. ხოლო, თუკი მაინც დარჩება ბუნდოვანი და გაურკვეველი რაიმე საკითხი - ერთად მივმართოთ ყველა ღონეს, გავხსნათ ყველა საქმე და ხელი შევუწყოთ დიალოგის უწყვეტ მსვლელობას", - აღნიშნა კლარა დობრევმა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)