|
2020-02-12 12:02:19, 1123 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა, განიხილეს აღნიშნული კუთხით მიმდინარე რეფორმები. კელი დეგნანმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, საქართველო ძალიან ეფექტურად ართმევს თავს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც. ელჩის თქმით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს პირველი ქვეყანა სადაც С ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება. კელი დეგნანმა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ვთანამშრომლობთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე შრომით და სოციალურ სფეროში. განვიხილეთ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები. საქართველო ძალიან ეფექტურ ზომებს იყენებს ვირუსზე რეაგირებისთვის. მოხარული ვარ იმით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. პრევენციის კუთხით ძალიან კარგადაა სისტემა აწყობილი, რაც მოქალაქეების დაცვის გარანტიაა. განვიხილეთ ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმები, რომლებიც გარკვეულწილად მსგავსია იმისა, რაც განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზეც, რასაც სამინისტრო ახორციელებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანია მოხდეს, როგორც დასაქმებულთა ასევე ბიზნესის ინტერესების დაბალანსება“, - აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მოადგილე თამილა ბარკალაია ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)