00:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 13:55:44, 1145 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს  შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.    ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ  თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში დღემდე არსებული და სამომავლო თანამშრომლობისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics