2020-02-11 10:21:21, 1129 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,