|
2020-02-10 19:35:44, 1217 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - განაჩენი უგულავას მიმართ „ქართული ოცნების“ განაჩენია, რომელიც მას ძვირად დაუჯდება
„გიგი უგულავას განაჩენი სინამდვილეში „ქართული ოცნების“ განაჩენია, რომელიც მას ძვირად დაუჯდება“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გიგი უგულავასათვის გამოტანილ განაჩენს. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ მოსპო პოლიტიკური სივრცე მოლაპარაკებებისთვის, რასაც მოჰყვება დიდი საპროტესტო ტალღები და ხელისუფლება ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. „ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან მკაფიოდ ჩანდა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერი საბაბით დაეკავებინათ გიგი უგულავა, მაგრამ ის, რაც მოხდა დღეს რა ფორმით და საბაბითაც ხდება დღეს გიგი უგულავას დაკავება ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაწესდა კიდევ ერთი სამარცხვინო პრეცენდენტი იმის, რომ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი ინსტიტუტი, სასამართლო და სამართალი. პროკურორმა შალვა თადუმაძემ, უწიგნურმა და უდიპლომო შალვა თადუმაძემ, ისე მიუსაჯა ადამიანს 9 წლიანი სასჯელი, დღეს ამ სასამართლომ გვითხრა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს ნებისმიერ წარსულ საქმეზე, ნებისმიერ დროს ჩადენილ პრობლემაზე, მიუხედავად იმისა სასჯელი მოხდილი გავქს თუ არა ხელახლა მიგისჯით სასჯელს და ხელახლა გაგიშვებთ ციხეში. ეს კანონის იმიტაციაც კი აღარ არის, ეს არის პირდაპირი უკანონობა, რომელიც დღეს ქვეყანაში განხორციელდა უზენაესი სასმართლოს ხელით. დღეს გადადგა კიდევ ნაბიჯი უარესობისკენ. დღეს ხელისუფლებამ მოსპო პოლიტიკური სივრცე შეთანხმებების და მოლაპარაკებიბების, ამიტომ ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება . ჩვენ გვქონდა ჩვენი კომპრომისული ვარიანტებიც, გვქონდა შეთავაზებებიც, ვფიქრობდით შეთანხმებაზეც დასრულებულია. ეს ყველაფერი და გიგი უგულავას განაჩენი სინამდვილეში არის „ქართული ოცნების“ განაჩენი , რომელიც მას ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა ამავე ოფისში სადაც უკვე ვიმსჯელებთ კონკრეტულ გეგმებზე, რას გავაკეთებთ და რა ნაბიჯებით გამოვალთ უახლოეს მომავალში, ეს ბროძლა იქნება არაძალადობრივი და მშვიდობიანი, ხედავთ თქვენც გიგიც არაძალადობრივად და მშვიდობით მიდის ციხეში, ციხეში შედიან ადამიანები და ციხიდან გამოდიან ადამიანებად, საშიში ის კი არ არის როცა ადამიანი ხარ და ციხეში შედიხარ. ამიტომ ასე ღირსეულად ასე მშვიდად და არაძალადობრივად , მაგრამ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას და გიგიც და თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის ამ ხელისუფლების მსხვერპლი აუცილებლად იქნება თავისუფალი და ქვეყანაში დავასრულებთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)