2020-02-10 15:11:20, 1300 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ძლიერი ყინვა,ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე მოსალოდნელი დაწევა საშიშია ციტრუსოვანი კულტურებისთვის.
მათივე ინფორმაციით, 12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,