01:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 11:11:20, 1435 ნახვა

სამართალი
მიხეილ კალანდიას ადვოკატმა პროკურატურაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, სარჩელი გულისხმობს მოსამართლის, გიორგი შავლიაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყებას.

ზურაბ თოდუას განმარტებით, მან დააყენა შუამდგომლობა, სადაც უზენაესი სასამართლოდან მსჯავრდებული ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვრის განაჩენს, სასამართლო სხდომის ოქმთან ერთად მოითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ დაუკმაყოფილა, თუმცა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა მას დოკუმენტები არ გადასცა, რითიც სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია.

ცნობისთვის, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გუგა ბარბაქაძის მიმართ განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics