17:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-09 16:09:39, 1865 ნახვა

ეკონომიკა
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია და მოლაპარაკებები იწყება

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია და მოლაპარაკებები იწყება, ხოლო ისრაელთან კვლევა დასრულების ბოლო ეტაპზეა, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, განაცხადა.

„ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულების ბოლო სტადიაზეა. კვლევის შედეგებმა ორივე ქვეყანას შესაძლებლობა უნდა მისცეს, მიიღონ გადაწყვეტილება, როდის დაიწყონ მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ გადამუშავებას საჭიროებს, მისი პირველადი შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ის სასარგებლო იქნება საქართველოს ექსპორტისთვის ისრაელის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად," - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა ინდოეთთან და მოლაპარაკების პირველი რაუნდი ძალიან მალე გაიმართება. გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მომლაპარაკებელთა ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკების პირველი რაუნდის შეხვედრის თარიღის განსაზღვრას ელოდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics