05:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 15:32:51, 2181 ნახვა

საზოგადოება
თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს

თბილისში, ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა დაადგინა, რომ იორის ქუჩაზე ერთ-ერთ დაკეტილ სახლში ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა:

 „კომპანიის ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად თბილისში, იორის შესახვევში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადგილზე მისვლისთანავე შემოწმებისას დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკეტილი  სახლის მრიცხველის ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა. 114-ის  სპეციალისტებმა  მრიცხველი სასწრაფოდ გადაკეტეს. მეზობელმა დაკეტილი ბინა  გააღო. სპეციალური აპარატით შემოწმებისას, ბინაში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, ასევე აღმოჩნდა რომ სახლში გაზის ცენტრალური ონკანი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა.  ბინის განიავებისა და საფრთხის განეიტრალების პარალელურად შემოწმდა გარე პერიმეტრი, ჭები და მიმდებარე სახლები. რამდენიმე ბინაში ასევე დაფიქსირდა  გაზის მაღალი კონცენტრაცია. სპეციალისტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგაყვანილობა სრულად შეამოწმეს. კომპანია “თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის მოქალაქეს. რომელმაც  კომპანიის ცხელ ხაზზე ოპერატიულად დარეკა. 

 „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს - სახლიდან გასვლის წინ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics