01:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 10:48:17, 2214 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს., ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, 1996 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და 1992 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ა.ა.-ს.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics