17:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 18:58:05, 2352 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: გადასახადების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკა მკვიდრდება

„მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გადასახადების სფეროში, რაც ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას გულისხმობს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტზე საუბრისას.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დღგ-ის რეფორმა საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით შემუშავდა.

"არის რამდენიმე ათეული ცვლილება და გეტყვით რა შედეგებს ველოდებით - მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ევროპელი ბიზნესსუბიექტებისთვის უფრო ნაცნობი წესების შეთავაზებას,  საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის თანამშრომლობას. ამავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა არსებულ ნორმას და მექანიზმს, რომელიც  ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, შემუშავდეს შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით, რაც ჩვენს სასამართლოებს ამ ნაწილში გაუადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას. შედეგად, ველოდებით სადავო შემთხვევების შემცირებას და დღგ-სთან დაკავშირებული ვალდებულებების უფრო მარტივ და სწრაფ აღსრულებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics