18:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 16:47:14, 1197 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: ოდირის დასკვნამ დაატასტურა, რომ ჩვენს მიერ დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ეუთო/ოდირის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა შეაფასა.

მისი თქმით, ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ მაჟორიტარების პრინციპული პოზიცია და დანახული რისკები რეალური და გასათვალისწინებელია.
 
„საარჩევნო სისტემა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას. ოპოზიციას სურს მოიპოვოს ყველას თანხმობა, გარდა საკუთარი საზოგადოებისა და პარლამენტის უმრავლესობისა, რომელმაც, მათი აზრით, ქვეყნის არასტაბილურობას უნდა დაუჭიროს მხარი , რადგან ძალიან სურთ პარლამენტის სავარძლების იოლი გზით მოპოვება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს. ამ დასკვნით მიიღეს ის, რასაც არ იჯერებდნენ ჩვენგან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ამას წყვეტს საზოგადოების ლეგიტიმაციით აღჭურვილი პარლამენტის უმრავლესობა და მიზანი უნდა იყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაზეც საერთო, სავალდებულო შეთანხმება უნდა შედგეს. ეს წერილი, როგორც არ უნდა წაიკითხო და როგორც არ უნდა შეატრიალო სათქმელი უკვე ნათქვამია. ოპოზიცია თუ თავს კიდევ ერთხელ არ ჩაიგდებს უხერხულობაში, მიატოვებს ქუჩის აურზაურს და მოემზადება არჩევნებისთვის, მისთვის და ქვეყნის იმიჯისთვისაც უკეთესი იქნება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics