|
2020-02-06 14:09:03, 1191 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე ოდირის დასკვნაზე: „ოცნების“ ლიდერებისთვის ორჯერ ორი სხვა ნებისმიერი ციფრია, გარდა ოთხისა
„ქართულ ოცნების“ ლიდერებს რომ ვკითხოთ, ორჯერ ორი ან ხუთი იქნება, ან სამი, ან სხვა ნებისმიერი ციფრი, გარდა ოთხისა“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებებს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მზადაა, ოდირის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს. „მათემატიკაში ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ „ქართულ ოცნების“ ლიდერებს რომ ვკითხოთ, ან ხუთი იქნება, ან სამი, ან სხვა ნებისმიერი ციფრი გარდა ოთხისა. ექვსი რეკომენდაცია, რომელიც გასცა ეუთო/ოდირმა, არცერთი არ შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიცია მზად ვართ ექვსივე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ პროექტში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. საკითხი მარტივია, უნდათ მათ ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა თუ არა. მათ არაადეკვატურ განცხადებებს ვერავინ ვერ აიტანს, ვერც საქართველოსი და ვერც მსოფლიოში“, - განაცხადა „TV პირველთან“ საუბრისას გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოდირმა ოპოზიციას, როგორც „პატარა ბავშვებს“ მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, დათანხმდნენ შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)