18:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 13:13:10, 1058 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - ოდირს ოპოზიციისთვის მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა

„სამარცხვინოა, რომ ოდირს დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოკერიას, რომელიც საარჩევო სისტემის პროექტის ოდირში გაგზავნით „იმუქრებოდა“, უთხრეს, რომ ამ კანონპროექტის კონსტიტუციურობის შემოწმება მათი პრეროგატივა არ არის.

„აქ დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო მოლაპარაკების  მაგიდასთან ჩემ მიერ ნათქვამი, რაც დღეს წერია ოდირის დასკვნაში. როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას. რაზეც მან წამოიწყო ცუდ-უბრალო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნევა ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, ვინც შეამოწმებს კონსტიტუციურობასო. სამარცხვინოა, რადგან ოპოზიციამ აჩვენა თავისი უცოდინრობა. ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი. სამარცხვინოა, რომ ოდირს დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოდირმა ოპოზიციას, როგორც „პატარა ბავშვებს“ მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, დათანხმდნენ შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics