20:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 16:45:50, 1190 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე: 1 ივლისიდან 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება

„საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან  220 ლარამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსია 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 30 ლარით გაიზრდება", - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების მხარდაჭერისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სახელმწიფოს ზრუნვა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებიდან გამომდინარე 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ბენეფიტები.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო პენსია, არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა.  დღეს ყოველ პენსიონერზე  გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს  საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმიურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000 ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics