21:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 14:26:26, 1356 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ქართველ ექსპერტებს „ვანგები“ უწოდა

„ქართველი ვანგების“ კომენტარებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ განცხადებას. შიდა კვლევის თანახმად, არსებობს ყველანაირი წინაპირობა, რომ 2016 წლის საარჩევნო შედეგებს გადავცდეთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპერტების მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებზე ხმათა 60%-ს ვერ აიღებს.

მისი თქმით, ქართველ ექსპერტებს არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, რაც ქვეყანაში ხდება და რაც მოხდება.

„საქართველოსი ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომელბიც ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ. არამარტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ამ ადამიანებს უჭირთ პროგნოზების კეთება, იმის გათვლა რაც ხდება ქვეყანაში, რაც უნდა მოხდეს ქვეყანაში. ბუნებრივია ასეთი ადამიანების, „ქართველი ვანგების“ კომენტარებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ განცხადებას. შიდა კვლევა აჩვენებს, რომ არსებობს ყველანაირი წინაპირობა, რომ 2016 წლის საარჩევნო შედეგებს გადავცდეთ. ჩვენი პროგრამა მინიმუმია, რომ ყოველ მეორე ადამიანმა მოგვცეს ხმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics