2020-02-05 11:45:47, 856 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო
პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები პლაკატებითა და სასტვენებით ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან არიან შეკრებილი. მათი თქმით, ამ ფორმით პარლამენტში მისულ მმართველი გუნდის დეპუტატებს დისკომფორტს შეუქმნიან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. ისინი აცხადებენ, რომ აქციები ქვეყნის მასშტაბით იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
აქციის მონაწილეები დღეს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ.
პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,