20:04 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 19:02:37, 1299 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: „ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა, კანონით მინიჭებული ბოიკოტის უფლება გამოვიყენოთ

„ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება ბოიკოტის შესახებ. სამწუხაროდ, ისინი არ არიან მზად ოპოზიციასთან საპარლამენტო დიალოგითვის “, - ამის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა.

„ხვალ იწყება პარლამენტის საგაზაფხულო სესია და მინდა საზოგადოებას მოვახსენო ჩვენი გეგმების შესახებ. „ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება ბოიკოტის შესახებ. სამწუხაროდ  „ქართული ოცნება“ არ არის მზად საპარლამენტო დიალოგითვის ოპოზიციასთან.  „ქართული ოცნება“ დაშორდა ხალხს და ის მზად არაა ხალხთან სასაუბროდ. ამიტომ ხვალ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას. ბოიკოტი უკიდურესი ზომაა იმ პრობლემების ნათლად წარმოსაჩენად, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ხვალ პარლამენტთან გაიმართება პიკეტი და ეს არ იქნება მხოლოდ პარლამენტის მიდამოებში, პროტესტი გაგრძელდება ყველგან სახალმწიფოს სხვადასხვა ოგანოში, მთავრობასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რეგიონებში და იქნება ბრძოლა გამარჯვებადე. გამარჯვება ნიშნავს, გამოვტაცოთ  „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სამართლიანი არჩევნების უფლება. სანამ არ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ისეთი კანონმდებლობა, რომლიც მისცემს პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ შანსს თავისუფალი , დემოკრატიული, გაუყალბებელი საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად, მანამ გაგრძელდება პროტესტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics