22:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 11:35:40, 1436 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა

საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

„დარეგისტრირებული პირი საქართველოს მთავრობას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობების საკონსულტაციო მომსახურებით. დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთავრობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან კავშირების დამყარებასა და მხარდაჭერის მოპოვებაში. ასევე საქართველოს დაეხმარება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებაში. დარეგისტრირებული პირი ითანამშრომლებს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან, საქართველოში აშშ-ის პირდაპირი ინვესტიციების საჭიროების საკითხზე და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. დარეგისტრირებული პირი კომუნიკაციას აწარმოებს აშშ-ისა და გლობალურ მედიასთან აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე“,- ნათქვამია დოკუმენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics