22:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 10:52:38, 1454 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად ხვალ, 4 თებერვალს გაიხსნება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

საგზაფხულო სესიის ფარგლებში, დეპუტატებს საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, რომელთა შორისაა გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა.

საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობა ოფიციალურად გასული წლის 20 დეკემბერს დაასრულა.

საშემოდგომო სესიები ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში მიმდინარეობდა. ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც საკანონმდებლო ორგანომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. სესიები საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხვალიდან პარლამენტის პიკეტირება განახლდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics