22:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 14:32:40, 2287 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი - ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის

„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ინტეგრაციის გზას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ნატოში“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა TRT World-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მინისტრის თქმით, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანია.

„ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავარესი პრიორიტეტია, რომელიც უკვე ასახულია როგორც კონსტიტუციაში, ასევე ქვეყნის პარლამენტის სხვადასხვა გადაწყვეტილებასა და მთავრობის გეგმაშიც, ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.  ჩვენ კი, როგორც მთავრობა, რომელიც პატივს სცემს კონსტიტუციას და თავისი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, თანმიმდევრულად მივყვებით ინტეგრაციის გზას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ნატოში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics