01:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 10:34:01, 1767 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით  და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.  დისკუსიის დროს ხაზი გაესვა ადგილობრივი ფერმერებისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მარტივ და შეუზღუდავ წვდომას, რაც ხელს შეუწყობს მათი განათლების დონის ამაღლებას  და  ფერმერულ მეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების და ახლებური მიდგომების დანერგვას.

შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელი, რომელიც ექსტენციაში ჩართულ უწყებებს გააერთიანებს. ასევე, შეიქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი რუკა და მინდვრის დღეების კალენდარი, რაც რეგიონების მიხედვით დაინტერესებულ ფერმერებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო კულტურებზე,  მათ მოყვანა-გაშენებაზე, მსოფლიოში არსებული უახლესი ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ უშუალოდ სადემონსტრაციო ნაკვეთებში.

აგრეთვე იგეგმება სადემონსტრაციო ნაკვეთების  ერთიანი ელექტრონული ბაზის   შექმნა, რომელიც ფერმერებს  გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გარდა, სრულ ინფორმაციას მიაწვდის ნაკვეთზე მოყვანილი კულტურების შესახებ.

საკოორდინაციო შეხვედრაზე აღინიშნა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მიდგომების დანერგვას ფერმერულ მეურნეობებში, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ფერმერებს  ასევე მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებას.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics